|
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ქართველებს მამა-პაპათგან: „მამული, ენა, სარწმუნოება“
თუ ამასაც არ ვუპატრონეთ. რა ხალხი ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას.
ილია
ჭავჭავაძე მხოლოდ
ის
ერი
შეიძლება
დაადგეს
პროგრესის
გზას,
რომელიც
აზროვნებს
და
მეტყველებს მშობლიურ ენაზე.
დიმიტრი
ყიფიანი
მხოლოდ
დედაენა ხსნის ყოველ ადამიანში ერთს განსაკუთრებულ ნიჭსა და ეს ნიჭი
გახლავთ ალღო ენისა.
იაკობ გოგებაშვილი

ცნობილია, რომ ადამიანის
ინტელექტუალური შესაძლებლობა
მაქსიმალურად ვლინდება, თუკი ის
აზროვნებს და მეტყველებს დედაენაზე. ის
ერი საზოგადოება), რომლის დედაენას არა ა ქვს
კულტურულ –
საგანმანათლებლო ფუნქცია, ან
ჰქონდა, მაგრამ კარგავს მას, არსებითი
საფრთხის წინაშე დგას.
თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, მხოლოდ
ის ენები შეინარჩუნებენ კულტურული
ენის სტატუსს, რომლებიც
სრულფასოვნად
ჩაერთვებიან გლობალურ
ქსელში. ქართველი ერის მიერ შექმნილი ენა -
ქართველთა
დედაენა - მრავალი საუკუნის
მანძილზე უწყვეტად იყო საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს
საეკლესიო ენა და ქართველი ერის სამწიგნობრო კულტურის ენა.
დღეს ქართული ენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევის
წინაშეა, ვინაიდან,
მსოფლიოს წამყვანი ენებისგან განსხვავებით, ქართული
ენა ჯერჯერობით საკმარისად არ არის ჩართული თანამედროვე ტექნოლოგიების
ქსელში: დღემდე ვერ შეიქმნა
ქართულად/ქართულიდან ავტომატურად მთარგმნელი კომპიუტერული
სისტემა და სხვა ინტელექტუალური ქართულენოვანი კომპიუტერული
სისტემები;
შესაბამისად, დიდია ალბათობა, ქართულმა ენამ დაკარგოს
კულტურულ–საგანმანათლებლო ენის ფუნქცია.
საქართველოს
ტექნიკურ
უნივერსიტეტთან
არსებული
"ქართული ენის
ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“
მიზნებია:
ბუნებრივი
ენების
ფორმალიზების
დასავლური
გამოცდილების გაზიარებითა და ფუნდამენტური/გამოყენებითი სამეცნიერო
კვლევებით ქართული ენის სრულმასშტაბიანი ტექნოლოგიზება, მსოფლიო
საინტერნეტო
ქსელში ინტეგრირების
პროცესის
ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სასწავლო პროცესის
გააქტიურება.
ქართული ენა და დღეს ინტენსიურად
გლობალიზებადი და ტექნოლოგიზებადი სამყარო
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, მათემატიკურ და ინფორმატიკულ მეცნიერებათა
ფარგლებში, მხედველობითი, მეტყველებითი, სმენითი, აზროვნებითი და
მთარგმნელობითი უნარებით აღჭურვილი კომპიუტერული სისტემების
შემუშავების მიზნით უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია მიმდინარეობს
ინტენსიური კვლევითი პროცესები.
ამ კვლევითი პროცესების შედეგად, ამ ქვეყნებში, დღეს უკვე, თითქმის
სრული მოცულობით აქვთ შემუშავებული მათივე ენის, მეტყველების და
აზროვნების ტექნოლოგიზებული ანბანი. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის,
რომ, ამ ქვეყნებმა, თავ-თავიანთ ენებში, უკვე თითქმის სრული მოცულობით
გადაწყვიტეს კომპიუტერის ხედვითი, კითხვითი, სმენითი, აზროვნებითი და
მთარგმნელობითი უნარებით აღჭურვის ამოცანები. თუმცა, იმის გამო,
რომ ეს გადაწყვეტები ბოლომდე ამომწურავი არ არის, ჯერ კიდევ ვერ
ხერხდება ამ ახალი ტექნოლოგიების სრული სამომხმარებლო დანერგვა.
არადა, ეს ტექნოლოგიები უკვე რომ სრული მოცულობით იყოს დანერგილი,
მხედველობითი, მეტყველებითი, სმენითი, აზროვნებითი და მთარგმნელობითი
უნარებით აღჭურვილი ქართული კომპიუტერის ჯერ ჩანასახობრივი ფორმითაც კი
არ არსებობის გამო, ქართული ენა, დღეს უკვე, სრული მოცულობით იქნებოდა
მსოფლიო კულტურული პროცესების მიღმა, რადგან მხედველობითი,
მეტყველებითი, სმენითი, აზროვნებითი და მთარგმნელობითი უნარებით
აღჭურვილი კომპიუტერების ეპოქაში, კულტურული მიზნებით, არავინ იმ ენით,
რომელი ენისთვისაც ასეთი კომპიუტერი არ არსებობს, არ ისარგებლებს! - ეს
ცხადია.
ამასთან, ის, რომ საერთო მსოფლიო საინტერნეტო ქსელში თითქმის ყოველდღე
ჩნდება ამ ახალი ტექნოლოგიების ახალ-ახალი - უფრო სრული და უფრო
დახვეწილი ვერსიები, ცხადს ხდის იმასაც, რომ შორს აღარ არის ის დრო,
როცა „სამაუსო“ და „საკლავიატურო“ ბრძანებებით მართვადი პრიმიტიული
კომპიუტერი სრულად ჩანაცვლდება ბუნებრივ ენებში მოსაუბრე
ინტელექტუალური კომპიუტერით, რაც, თავის მხრივ, ცხადს ხდის
მხედველობითი, მეტყველებითი, სმენითი, აზროვნებითი და მთარგმნელობითი
უნარებით აღჭურვილი ქართული კომპიუტერის აგების, ანუ, რაც იგივეა,
ქართული ენის, მეტყველების და აზროვნების ტექნოლოგიზებული ანბანის
შემუშავების ამოცანის ერთ-ერთ ხელშეუხებელ სახელმწიფო სამეცნიერო
პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადების გადაუდებელ აუცილებლობას!
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ის, რომ 2010 წელს, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, აკადემიური საბჭოს
გადაწყვეტილებით და წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით ჩამოყალიბდა
„ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო–სამეცნიერო ცენტრი“, რომლის
მიზანი ქართული ენის სრული და ამომწურავი ტექნოლოგიზებაა, ცხადია, უნდა
შეფასდეს როგორც ქართული ენის კულტურული ფუნქციების შენარჩუნების და
დაცვის მიმართულებით გადადგმულ მეტად დროულ და მეტად მნიშვნელოვან
ნაბიჯად! - თუმცა, ამ სფეროში არსებული დასავლური და საერთო მსოფლიო
გამოცდილების გათვალისწინებით, ისიც ცხადია, რომ ქართული ენის
კულტურული არსებობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება სხვა ქართულ
უნივერსიტეტებშიც ანალოგიური მიზნებით მოქმედი ცენტრების ფორმირება და
ამ ცენტრების საქმიანობათა ცენტრალიზებული კოორდინირება და
მიზანმიმართვა ქართული ენის და, შესაბამისად, ქართველი ერის წინაშე
მდგარი ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხის დროულ და შედეგობრივ
გადაწყვეტაზე.
დასასრულს, კიდევ ერთხელ შევნიშნავ, რომ ქართული ენის, მეტყველების და
აზროვნების ტექნოლოგიზებული ანბანის ვერ შემუშავების შემთხვევაში, რაც
ქართულ ენაში მოსაუბრე ინტელექტუალური კომპიუტერის ვერ აგებას ნიშნავს,
მომავალი თაობები თანდათან უფრო იშვიათად ისარგებლებენ ქართული ენით,
რადგან იმ ბუნებრივ ენებში მოსაუბრე ინტელექტუალურ კომპიუტერებთან,
რომლებთანაც მათ ყოველდღიური მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობა ექნებათ,
ისინი ქართულად ვერ გაისაუბრებენ. შესაბამისად, ასეთი კომპიუტერების
დღეს უკვე კარს მომდგარ ეპოქაში, ქართული საზოგადოება იძულებული იქნება
მათთან საურთიერთობოდ ისარგებლოს არა ქართულით, არამედ სხვა რომელიმე
არაქართული ენით, რაც ბევრად უფრო მძიმე დარტყმა იქნება ქართულ ენობრივ
მთლიანობასა და კულტურულ თვითმყოფადობაზე, ვიდრე ეს იყო წინა
საუკუნეების ძირითადად მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით განპირობებული
რუსული ენობრივი ექსპანსიები, რადგან, ამ შემთხვევაში, ქართული ენის
სხვა ენით ჩანაცვლება გამოწვეული იქნება არა საზოგადოების ერთი ნაწილის
არასწორი კულტურული ორიენტაციით, არამედ იმ ობიექტურად არსებული
მიზეზით, რასაც მოკლედ და, ვფიქრობ, გასაგებადაც, ქართული ენის,
მეტყველების და აზროვნების ტექნოლოგიზებული ანბანის არარსებობას
ვუწოდებ.
ამგვარად, ცხადია, რომ თუ ჩვენ (ე.ი. ქართველი ერი და, შესაბამისად,
ქართული სახელმწიფო!) ვერ შევძლებთ ქართული ენის, მეტყველების და
აზროვნების ტექნოლოგიზებული ანბანის შემუშავებას, მაშინ სწორი
კულტურული ორიენტაციის შემთხვევაშიც კი, არანაირი არჩევანი იმისა, რომ
ქართული ენობრივი საზოგადოების სახით განვვითარდეთ, არ გვექნება! -
თუმცა, ასევე ცხადია, რომ საპირისპირო შემთხვევაში, ანუ, ქართული ენის,
მეტყველების და აზროვნების ტექნოლოგიზებული ანბანის შემუშავების
შემთხვევაში, ქართველი ერი, თანასწორად სხვა ერებისა, დაუსრულებლივ
შეძლებს თავისივე ენით სრულფასოვნად ითანამშრომლოს და კულტურულად
იმონაწილეოს ტექნოლოგიზებული ენებით ელექტრონულად ორგანიზებულ
საერთაშორისო საინტერნეტო ქსელში! - აქედან გამომდინარე, დასკვნის
სახით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მხრიდან (ე.ი. ქართველი ერისა და,
შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს მხრიდან!) ქართული ენის კულტურული
ფუნქციების შენარჩუნების და დაცვის საერთო ეროვნული მიზნისადმი სწორი
დამოკიდებულების დროული გამოკვეთის შემთხვევაში, მსოფლიო გლობალიზების
და ტექნოლოგიზების დღეს მეტად ინტენსიურად მიმდინარე პროცესი არა თუ
რაიმეთი ემუქრება ქართველ ერსა და ქართულ კულტურულ თვითმყოფადობას,
არამედ, პირიქით, შესაძლებელია მისი წარმართვა ქართველი ერის ქართულ
ენაში მყარი კულტურული თავმოყრის და გაერთიანების მიმართულებით
მიმდინარე შეუქცევად პროცესად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ქართული ენის
ტექნოლოგიზების
სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი
კონსტანტინე ფხაკაძე
თბილისი, 2011 წლის 28 ოქტომბერი.
|