ჩვენს შესახებ

თბილისის უნივერსიტეტში, პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნის დღიდანვე, მათემატიკურ საგნებს ასწავლიდნენ ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლები .რაზმაძე, .ნიკოლაძე, .მუსხელიშვილი და .ხარაძე.

1922 . საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების დღიდან შეიქმნა მათემატიკის საგნობრივი კომისია . ნიკოლაძის ხელმძღვანელობით.

1959 . უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგედ არჩეულ იქნა პროფ. . ავაზაშვილი (კათედრა N3). მისი გარდაცვალების შემდეგ ამ კათედრის გამგედ არჩეულ იქნა პროფ. . მძინარიშვილი.

1962 . ცალკე დაარსდა უმაღლესი მათემატიკის კათედრა დაუსწრებელი და საღამოს სწავლების განყოფილების სტუდენტებისათვის, რომელსაც პროფ. .ხვედელიძე განაგებდა. მისი თბილისის უნივერსიტეტში გადასვლის გამო (1967.), იგი პროფ. .თოფურიამ შეცვალა. კათედრას მალე დაევალა ლექციების კურსის გაძღოლა დღის სწავლების ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებზე (კათედრა N63).

1970 . დაარსდა უმაღლესი მათემატიკის კიდევ ერთი კათედრა (N99), რომელიც სამთო-გეოლოგიურ, ენერგეტიკულ და კავშირგაბმულობის ფაკულტეტებს ემსახურებოდა. კათედრის პირველი გამგე იყო მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფ. .შათაშვილი. 1987. იგი პროფ. .ნატროშვილმა შეცვალა.

2007 წელს უმაღლესი მათემატიკის კათედრების ბაზაზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა მათემატიკის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფ. . ნატროშვილი. იგი ორ ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და დიდი წვლილი მიუძღვის ამ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში ევროპულ-ამერიკული სტანდარტების დანერგვის საქმეში.

დეპარტამენტი აერთიანებს სამ მიმართულებას:
ალგებრისა და გეომეტრიის მიმართულება-ხელმძღ. პროფ .მძინარიშვილი (N3)
მათემატიკური ანალიზის მიმართულება- ხელმძღ. პროფ. .თოფურია (N63).
მათემატიკური ფიზიკის მიმართულება-ხელმძღ. პროფ. .გიორგაშვილი (N99).