წარმომადგენლობით საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ .
2. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცება
3. "უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის თანახმად ადმინისტრაციის და ფაკულტეტის დამხმარე პერსონალისა და სამეურნეო სამსახურის თანამშრომლებთან დროებითი შრომითი ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილების საკითხი დასამტკიცებლად .
4. ჰუმანიტარულ - სოციალურ ფაკულტეტის სტრუქტურაში სცვლილებების შეტანის შესახებ : ა ) საერთაშორისო და სამართლის გერმანულენოვან ინსტიტუტში ორი მიმართულების შექმნის შესახებ ბ ) თეოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ცენტრის შექმნა .
5. "უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის თანახმად , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში , თვითდაფინანსების პრინციპით მომუშავე ცენტრების შექმნის , ამ ცენტრებიდან მიღებული შემოსავლის განაწილებისა და ცენტრების ფუნქციონირებისათვის საჭირო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უფლებამოსილების მინიჭების საკითხი დასამტკიცებლად .
6. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით გადმოცემული , იჯარით გასაცემი ქონების ნუსხა , წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებლად :
- ადმინისტრაციუილი და სასწავლო კორპუსების ვესტიბულებსა და კორიდორებში არსებული ფართობები , ( გამაგრილებელი , ცხელი სასმელების ან / და მობილური ტელეფონების სწრაფი გადარიცხვის აპარატების განსათავსებლად ).
- პირველი, მე -7, მე -3-4 და მე -6 სასწავლო კორპუსების სახურავებზე არსებული ფართობები , სარეკლამო დაფების განსათავსებლად ;
- კოსტავას N77, VI სასწავლო კორპუსის კედლებზე არსებული ფართი , სარეკლამო აბრების განსათავსებლად ;
- კოსტავას N67- ში მდებარე მე -2 სასწავლო კორპუსის მეორე სართულზე არსებული 90,8 კვ . მ , საოფისე საქმიანობის განხორციელების მიზნით .
- კოსტავას N68 მდებარე პირველი სასწავლო კორპუსის ფოიეში არსებული 19 მ 2- ის კვების ობიექტის განთავსებლად .
შენიშვნა : ( მითითებული ფართები ( სარეკლამო ფართები ) გაიცემა 10 წლის ვადით , ხოლო სხვა ფართები 4 წლის ვადით , მინიმალური საწყისი საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით ).
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 84- ე მუხლის შესაბამისად თანხმობა , საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით გადმოცემული ორი შენობის უზუფრუქტიდან მოხსნის შესახებ . საუბარია , ვაკე - საბურთალოს რაიონში , ნუცუბიძის IV კვარტალი , ზ / პლატო სტუ - ს საერთო საცხოვრებლის შენობაზე და გლდანის რაიონში უწერის ქ . ¹11 მდებარე 34774 კვ . მ ფართობის შენობა - ნაგებობა დამაგრებული მიწის ნაკვეთით .
7. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთის გუნდის შექმნის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი დასამტკიცებლად .
8. სტუ - ს დაუსწრებული ფაკულტეტისათვის სახელის გადარქმევის შესახებ .
9. მიმდინარე საკითხები
|