ისტორია
სამშენებლო მანქანების და მექანიკური მოწყობილობების კათედრა (მიმართულება) თავის საწყისს იღებს თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში არსებული «სამშენებლო და სალიანდაგო მანქანების» კათედრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინჟინერ-მექანიკოსთა ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე საქართველოში პროფესორი ივანე ბაქრაძე. 1959 წელს ინსტიტუტის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან შეერთების შემდეგ აღნიშნული კათედრის ბაზაზე 1961 წელს ჩამოყალიბდა «სამშენებლო და საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების კათედრა», რომელსაც დაარსების დღიდან 1989 წლამდე ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი პროფესორი იური ქართველიშვილი. 1989 წლიდან დღემდე მიმართულების ხელმძღვანელია პროფესორი მიხეილ შილაკაძე. სხვადასხვა დროს კათედრა ფუნქციონირებდა მექანიკა-მანქანათმშენებლობის, ავტომექანიკურ, სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტებზე, ამჟამად კი სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
თავისი არსებობის მანძილზე კათედრამ გამოუშვა 2000-ზე მეტი სპეციალისტი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში ისე მის გარეთ. მათ შორის 12 ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია.
ამჟამად მიმართულება ამზადებს ბაკალავრებს, მაგისტრებს და სპეციალისტებს უმაღლესი პროფესიული დონით. |