ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

წარმომადგენლობითი საბჭოს  სხდომა N25
დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:
 
1.      ა)  ინფორმაცია სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შესახებ (მომხსენ. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი  პროფ. ე.თევზაძე);
        ბ) სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხის დამტკიცება (მომხსენებელი წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის შემმუშავებელი ქვეკომისიის თავმჯდომარე პროფ. ჯ.ბერიძე);
2.     ა) სტუ-ს II სასწავლო კორპუსიდან X სასწავლო კორპუსში გადასასვლელ
   ტერიტორიაზე არსებული 216კვ.მ. ფართის, იჯარით გაცემის საკითხის
   დამტკიცება;
       ბ) სტუ-ს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხის დამტკიცება
       გ) ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის  ფაკულტეტზე ლაბორანტის ერთი საშტატო ერთეულის დამატების შესახებ (საფუძველი: ფაკ-ის დეკანის ნ.წერეთლის მოხსენებითი ბარათი);
      ე) ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტის ლაშა ხადურის განცხადების განხილვა;
      დ) სტუ-ს ბიუჯეტის შედგენის წესის პროექტის განხილვა;
      (მომხს. სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქ. ქოქრაშვილი);
3.  სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაცია:
       ა) სტუ-ს ბიუჯეტის შესრულების 2008 წლის II კვარტალის Aანგარიში;
       ბ) სტუ-ს სტრატეგიული გეგმის შესრულების ფინანსური უზრუნველყოფის ანგარიში,    2007 წლის იანვრიდან 2008 წლის სექტემბრამდე;
4  ინფორმაცია სტუ-ს საშტატო განრიგში  რანგირების კოეფიციენტების
    შემოღების შესახებ (მომხს. საფინანსო და ეკონომიკური საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე პროფ. დ. ჯაფარიძე);
5.    ა) სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტიდან ხიდებისა და   გვირაბების მიმართულების, სამშენებლო ფაკულტეტზე გადატანის საკითხის დამტკიცება (საფუძველი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება);
      ბ) ინფორმაცია მასწავლებლებისა და უფროსი მასწავლებლების საშტატო ერთეულების შემოღების შესახებ (მომხს. სწავლებისა და მეცნიერების სამმართველოს უფროსი პროფ. იური ლომიძე);
6. მიმდინარე საკითხები.
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 8 ოქტომბრის სხდომის
ოქმი N25
 
   წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას, სიითი შემადგენლობის 71 წევრიდან, ესწრებოდა 56. სხდომას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე.
   სხდომის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო დღის წესრიგი (იხ. დანართი) და აღნიშნა, რომ პირველი საკითხის პირველ პუნქტს _ სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცება, წარმოადგენს თვითონ, რადგან აღნიშნული საკითხის მომხსენებელი, რეგლამენტის შემმუშავებელი ქვეკომისიის თავმჯდომარე, პროფ. ჯემალ ბერიძე ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება სხდომას,  მეორე პუნქტად კი საკითხს _ სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების შესახებ. სპიკერმა კენჭისყრაზე დააყენა დღის წესრიგის დამტკიცების საკითხი ამ ცვლილებების გათვალისწინებით.
   წარმოდგენილ დღის წესრიგს კენჭი ეყარა ერთხმად.
   სპიკერმა მიმართა საბჭოს წევრებს, რათა აერჩიათ ხმის დამთვლელი კომისია 3 კაცის შემადგენლობით. დასახელდა საბჭოს შემდეგი წევრები: პროფ. ნაზი კუციავა, პროფ. მზია მილაშვილი, სტუდენტი ნიკოლოზ გაგნიძე.
წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი ეყარა ერთხმად.
   სპიკერმა საბჭოს წევრებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და სტუ-ს წესდების დამტკიცება.
   სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ პირველ საკითხად წარმოგიდგენთ _ სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების საკითხს, კერძოდ: ცვლილება ეხება: 17 მუხლის –  2 პუნქტს. მოგეხსენებათ, რომ სტუ-ს წესდება დამტკიცდა და ოფიციალურად  გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (02.07.2008 ¹94). რადგან წესდება არის ჩვენი უნივერსიტეტის ძირითადი კანონი, ამიტომ ყველა დოკუმენტი, რომელიც მანამადე ან მომავალში იქნება მიღებული უნდა შესაბამისობაში მოვიდეს სტუ-ს წესდებასთან. Aაქედან გამომდინარე საბჭოს რეგლამენტიც უნდა შესწორდეს წესდების შესაბამისად. წესდებაში  16 მუხლის მე-3-ე პუნქტი წარმოდგენილია შემდეგნაირად “წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.” გთავაზობთ რეგლამენტის შესაბამის მუხლს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17.2. _ “წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება (ბიუჯეტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის და საკადრო საკითხების დამტკიცებისას), თუ მას ხმა მისცა სრული სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ,  სხვა დანარჩენ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება უბრალო უმრავლესობით.” ამის შემდეგ მან კენჭისყრაზე დააყენა ზემოთ აღნიშნული საკითხი.
   წარმოდგენილ საკითხს კენჭი ეყარა ერთხმად.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 8 ოქტომბრის N25 სხდომის
 
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  N1
   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 8 ოქტომბრის ¹25 სხდომაზე სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის მიერ, წარმოდგენილი იქნა საკითხი სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ ცვლილება ეხება: 17 მუხლის – .2 პუნქტს.
   მუხლი 17.2. შემოთავაზებული იქნა შემდეგი რედაქციით: _ “წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება (ბიუჯეტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის და საკადრო საკითხების დამტკიცებისას), თუ მას ხმა მისცა სრული სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ, სხვა დანარჩენ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება უბრალო უმრავლესობით.”
  
   სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით აღნიშნული პუნქტი დამტკიცებული იქნა ერთხმად.
 
   სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავიდეთ დღის წესრიგის პირველი საკითხის ა) პუნქტზე _ სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების შესახებ.
თქვენ გახსოვთ, რომ საბჭოს შემადგენლობაში თავდაპირველად 79 წევრი იყო. ჩვენი უნივერსიტეტის შემადგენლობიდან გავიდა 2 ფაკულტეტი _ საავიაციო და ნავთობისა და გაზის ე.წ. მარნეულის ფაკულტეტები, შესაბამისად საბჭოს შემადგენლობიდან გავიდნენ ამ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. სტუდენტები _ ვახტანგ ცირეკიძე საავიაციო ფაკულტეტიდან და მიხეილ ხარაზიშვილი მარნეულის ფაკულტეტიდან დარჩნენ საბჭოში იმ არგუმენტით, რომ ისინი მაინც არიან სტუ-ს სტუდენტები და მიიღებენ სტუ-ს დიპლომს. ვ. ცირეკიძემ დაამთავრა უნივერსიტეტი, ხოლო მ. ხარაზიშვილი გადავიდა ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტზე. აღნიშნული ფაკულტეტიდან განსაზღვრული კვოტით არიან არჩეული წარმომადგენლები საბჭოში. ფაქტიურად სტუდენტი მიხეილ ხარაზიშვილი ვერ წარმოადგენს ვერცერთ ფაკულტეტს წარმომადგენლობით საბჭოში. Aაქვე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ სტუდენტები საბჭოში   უნდა წარმოადგენდენ ერთ მესამედს _ რაც 71 წევრიდან  23,6 უდრის ანუ 24 სტუდენტს, რადგან დამრგვალება ხდება სტუდენტების სასარგებლოდ, საბჭოში კი არის 25 სტუდენტი, შესაბამისად ერთი ზედმეტია. Mმე მინდა გამოთქვათ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ვერც კანონი და ვერც სტუ-ს წესდება ცალსახად ვერ არეგულირებს მსგავს პრეცენდენტს. საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დარჩეს თუ არა სტუდენტი მ. ხარაზიშვილი საბჭოს შემადგენლობაში.
   პროფ. ივანე შავთვალიშვილი _ რადგანაც ის ჩვენი სტუდენტია იყოს ერთი კაცით მეტი.
   პროფ. ეკატერინე თევზაძე _ სტუდენტი უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამისი ფაკულტეტიდან, იგი ამჟამად ვერცერთ ფაკულტეტს ვერ წარმოადგენს.
   პროფ. დავით ჯაფარიძე _ რადგან ჩვენი სტუდენტია, არ იქნება პრობლემა თუ დარჩება საბჭოს შემადგენლობაში. პრობლემა არის მაგისტრატურასთან დაკავშირებით. თუ ისინი ითვლებიან ჩვენს სტუდენტებად, მაშინ ისინიც უნდა დარჩნენ, თუ არადა დატოვონ საბჭო.  
   პროფ. ეკატერინე თევზაძე _ საბჭოს შემადგენლობაში არის 9 მაგისტრანტი. კანონში წერია თუ მათ დაამთავრეს სასწავლო პროგრამა, უნდა გავიდნენ საბჭოდან, მაგრამ  შესაბამისი ბრძანება ჯერ არ არის.
   პროფ. ნოდარ ქაჯაია _ წარმომადგენლობით საბჭოში შეიძლება არჩეული იქნეს ფაკულტეტის წარმომადგენელი ან კურსდამთავრებული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.
   პროფ. მანანა მოისწრაფიშვილი _ სანამ ბრძანება არ იქნება ისინი ითვლებიან სტუდენტებად და უნდა დარჩნენ საბჭოს შემადგენლობაში.
   პროფ. ეკატერინე თევზაძე _ იქნებ, სანამ ბრძანება არ იქნება მაგისტრანტები დავტოვოთ საბჭოში. გთხოვთ, სტუდენტ მიხეილ ხარაზიშვილთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება.
 
   სპიკერმა კენჭისყრაზე დააყენა ორი საკითხი:
I.                    მიხეილ ხარაზიშვილის საბჭოს შემადგენლობაში დატოვების საკითხი;
 
საკითხს კენჭი ეყარა: 55 _ მომხრე, 1 _ წინააღმდეგი, თავი არავის შეუკავებია.
 
II _ სტუ-ს საბჭოს წევრ მაგისტრანტებს, რომლებსაც დაუმთავრდათ საგანმანათლებლო პროგრამა და ბრძანების საფუძველზე გადაუვადდათ სამაგისტრო ნაშრომების დაცვა დეკემბრამდე, მიეცეს უფლება დარჩნენ საბჭოში სწავლის დასრულების დამადასტურებელი ბრძანების გამოსვლამდე. შესაბამის  ფაკულტეტებზე მათ ჩასანაცვლებლად გამოცხადდეს ხელახალი არჩევნები.
 
საკითხს კენჭი ეყარა – გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად.
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 8 ოქტომბრის N25 სხდომის
 
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  N2
   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 8 ოქტომბრის ¹25 სხდომაზე სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის მიერ, წარმოდგენილი იქნა საკითხი სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, კერძოდ:
   სპიკერმა განსახილველად შემოიტანა ორი საკითხი:
  1. სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის მიხეილ ხარაზიშვილის საბჭოში უფლებამოსილების შესახებ.
     სპიკერმა აღნიშნა, რომ სტუდენტი მიხეილ ხარაზიშვილი საბჭოს წევრად არჩეული იყო საერთაშორისო ნ/გ ექსპლუატაციის  ფაკულტეტიდან, რომელიც 2007 წელს გავიდა სტუ-ს შემადგენლობიდან.   მიხეილ ხარაზიშვიმა შეიცვალა ფაკულტეტი და იგი ამჟამად სწავლობს ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტზე, შესაბამისად იგი ვერ წარმოადგენს ვერც ერთ ფაკულტეტს საბჭოში, რადგან საერთაშორისო ნ/გ  ექსპლუატაციის ფაკულტეტი აღარ არის სტუ-ს შემადგენლობაში ხოლო, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტიდან კი იმ რაოდენობის წარმომადგენელია, რამდენიც ამ ფაკულტეტის კვოტას შეესაბამება. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სტუ-ს იურიდიულმა განყოფილებამ წარმოადგინა შემდეგი მოსაზრება . . . “ვინაიდან დასმული შემთხვევა პირდაპირ და ცალსახად არ რეგულირდება, კანონმდებლობის ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”.
  1. საბჭოს წევრ მაგისტრანტების საბჭოში უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე.
   საბჭომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
I _ იმის გამო, რომ  სტუდენტი მიხეილ ხარაზიშვილი ჯერჯერობით არის   სტუ-ს სტუდენტი, მას შეიძლება მიეცეს Uუფლება დარჩეს სტუ-ს   წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში  სწავლის  დასრულებამდე;
 
საკითხს კენჭი ეყარა: 55 _ მომხრე, 1 _ წინააღმდეგი, თავი არავის შეუკავებია.
 
II _ სტუ-ს საბჭოს წევრ მაგისტრანტებს, რომლებსაც დაუმთავრდათ საგანმანათლებლო პროგრამა და ბრძანების საფუძველზე გადაუვადდათ სამაგისტრო ნაშრომების დაცვა დეკემბრამდე, მიეცეს უფლება დარჩნენ საბჭოში სწავლის დასრულების დამადასტურებელი ბრძანების გამოსვლამდე. შესაბამის  ფაკუტეტებზე მათ ჩასანაცვლებლად გამოცხადდეს ხელახალი არჩევნები.
 
საკითხს კენჭი ეყარა – გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად.
 
   სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავიდეთ დღის წესრიგის მეორე საკითხის ა) პუნქტზე  _ სტუ-ს II სასწავლო კორპუსიდან X სასწავლო კორპუსში გადასასვლელ ტერიტორიაზე არსებული 216 კვ.მ. ფართის იჯარით გაცემის საკითხის თაობაზე _ მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი.
   პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი _ სტუ-ს II სასწავლო კორპუსიდან X სასწავლო კორპუსში გადასასვლელ ტერიტორიაზე არსებული 216 კვ.მ. ფართი უნდა გაიჯარდეს. შემოსულია განცხადება. Mმისი ავტორია თამაზ კომახიძე, ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.
   პროფ. დავით ჯაფარიძე _ ფართი გაიჯარდეს ოღონდ მიზნობრივად  და არა ნაკლებ 5§ - 1 კვ.მ-ზე.
   პროფ.  ვახტანგ დათაშვილი _ თვითონ რას გვთავაზობს?
   პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი _ დაახლოებით იგივეს, თუმცა 5§ მაინც ეძვირებათ. მე გავაგზავნი მოთხოვნას ეკონომიკის სამინისტროში და შეიძლება მათ თვითონ დაგვიდონ მეტი თანხა.
      
   სპიკერმა კენჭისყრაზე დააყენა სტუ-ს II სასწავლო კორპუსიდან X სასწავლო კორპუსში გადასასვლელ ტერიტორიაზე არსებული 216 კვ.მ. ფართის იჯარით გაცემის საკითხი, პროფ. დავით ჯაფარიძის წინადადების გათვალისწინებით. საკითხს კენჭი ეყარა ერთხმად.
 
 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 8 ოქტომბრის N25 სხდომის
 
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  N3
   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 8 ოქტომბრის ¹25 სხდომაზე სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მიერ, წარმოდგენილი იქნა საკითხი სტუ-ს II სასწავლო კორპუსიდან X სასწავლო კორპუსში გადასასვლელ ტერიტორიაზე არსებული 216 კვ.მ. ფართის იჯარით გაცემის შესახებ.
   სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, ერთხმად დამტკიცდა:
_ სტუ-ს II სასწავლო კორპუსიდან X სასწავლო კორპუსში გადასასვლელ ტერიტორიაზე არსებული 216 კვ.მ. ფართი, გაიჯარდეს ქართული ხალხური ცეკვების სასწავლო ცენტრის მოწყობის მიზნით. იჯარის საწყისი ფასი  1 კვ. Mმეტრზე, განისაზღვროს არანაკლებ 5 § -ისა.
     
    სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავიდეთ დღის წესრიგის მეორე საკითხის ბ) პუნქტზე _ სტუ-ს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ. “შენობა-ნაგებობებისა და სახანძრო დაცვის, მომსახურების ხარჯების” პუნქტიდან  1200 (ათასორასი) ლარის “ტრანსპორტისა და ტექნიკის მიმდინარე რემონტის, სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების შეძენის ხარჯების” პუნქტში გადატანა. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია რექტორის მოადგილის  სამსახურეობრივი ავტო-მანქანის “ნისან-მაქსიმას” სათადარიგო ნაწილების შეძენის მიზნით _ მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი.
   პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი _ დაცვის მუხლიდან ტრანსპორტის შენახვისთვის დაგვჭირდა თანხის გადმოტანა.
   პროფ. დავით ჯაფარიძე _ ადრე 4000 ლარზე მეტი დაიხარჯა ამ მანქანის რემონტზე. შემდგომ კი ისევ რემონტი დასჭირდა?  რატომ გახდა კიდევ 1200 ლარი საჭირო? ეს გასარკვევია. Uუბრალოდ მიღება-ჩაბარების აქტი უნდა წარმოადგინოთ. წარმოგვიდგინეთ ხელშეკრულებები.
   ვახტანგ მამალაძე _ ჩვენ ყველა ხელშეკრულება გვაქვს და წარმოგიდგენთ.
       
   სპიკერმა კენჭისყრაზე დაყენა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი. საკითხს კენჭი ეყარა ერთხმად.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 8 ოქტომბრის N25 სხდომის
 
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  N4
 
   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 8 ოქტომბრის ¹25 სხდომაზე სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მიერ, წარმოდგენილი იქნა საკითხი სტუ-ს 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის დამტკიცების შესახებ, კერძოდ: სტუ-ს ბიუჯეტის "შენობა-ნაგებობებისა და სახანძრო დაცვის, მომსახურების ხარჯების" პუნქტიდან 1200 (ათასორასი) ლარის "ტრანსპორტისა და ტექნიკის მიმდინარე რემონტის, სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების შეძენის ხარჯების" პუნქტში გადატანის შესახებ. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია რექტორის მოადგილის სამსახურებრივი ავტო-მანქანის “ნისან-მაქსიმას" სათადარიგო ნაწილების შეძენის მიზნით.
   სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით ერთხმად დამტკიცდა სტუ-ს 2008 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები:
_ "შენობა-ნაგებობებისა და სახანძრო დაცვის, მომსახურების ხარჯების" პუნქტიდან 1200 (ათას ორასი) ლარი გადატანილი იქნას "ტრანსპორტისა და ტექნიკის მიმდინარე რემონტის, სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების შეძენის ხარჯების" პუნქტში.
 
სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავიდეთ დღის წესრიგის მეორე საკითხის გ) პუნქტზე _ ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის  ფაკულტეტზე ლაბორანტის ერთი  საშტატო ერთეულის დამატების შესახებ _ მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი.
პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი _ ქიმიური  ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა მომმართა თხოვნით, ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე,  ლაბორანტის 1 საშტატო ერთეულის დამატების შესახებ.
იგორ კვესელავა _ ჩვენს ფაკულტეტსაც ესაჭიროება ლაბორანტი, Mმაშინ ჩვენთანაც დაამატეთ.
      სპიკერმა კენჭისყრაზე დააყენა საკითხი ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის  ფაკულტეტზე ლაბორანტის ერთი  საშტატო ერთეულის დამატების შესახებ.  54 _ მომხრე, 1 _ წინააღმდეგი, თავი შეიკავა _ 1.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 8 ოქტომბრის N25 სხდომის
 
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  N5
 
   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 8 ოქტომბრის ¹25 სხდომაზე სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მიერ, წარმოდგენილი იქნა საკითხი, სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის  ფაკულტეტზე ლაბორანტის ერთი საშტატო ერთეულის დამატების, დამტკიცების შესახებ (საფუძველი: ფაკ-ის დეკანის ნ. წერეთელის მოხსენებითი ბარათი). 
   სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის  ფაკულტეტის სტრუქტურაში განხორციელდეს ცვლილება და დაემატოს ლაბორანტის ერთი საშტატო ერთეული.
 
   სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავიდეთ დღის წესრიგის მეორე საკითხის ე) პუნქტზე _ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტის ლაშა ხადურის განცხადების განხილვა _ მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი.
   პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი _ ჩვენ კომისიასთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ 1 სასწავლო წელი დავუფინანსოთ ლაშა ხადურს, როგორც დევნილს. სტუდენტი ლაშა ხადური არის დევნილი ცხინვალის რაიონის სოფ. ერედვიდან. თავის დროზე ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მას საშუალებას აძლევდა სრულად გადაეხადა სწავლის საფასური, რის გამოც მან განაცხადი არ გააკეთა საგრანტო დაფინანსებაზე. აგვისტოს მოვლენების შედეგად იგი გახდა დევნილი. მისი თხოვნაა დავაფინანსოთ მაგისტრატურის სწავლის გადასახადი.
 
      სპიკერმა კენჭისყრაზე დაყენა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტის ლაშა ხადურის საკითხი. საკითხს კენჭი ეყარა ერთხმად.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 8 ოქტომბრის N25 სხდომის
 
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  N6
 
   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 8 ოქტომბრის ¹25 სხდომაზე სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მიერ, წარმოდგენილი იქნა საკითხი სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტის ლაშა ხადურის განცხადების განხილვის შესახებ, კერძოდ: სტუდენტი ლაშა ხადური არის დევნილი ცხინვალის რაიონის სოფ. ერედვიდან. თავის დროზე ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მას საშუალებას აძლევდა სრულად გადაეხადა სწავლის საფასური, რის გამოც მან განაცხადი არ გააკეთა საგრანტო დაფინანსებაზე. აგვისტოს მოვლენების შედეგად იგი გახდა დევნილი. მისი თხოვნაა დავაფინანსოთ მაგისტრატურის სწავლის გადასახადი.
   სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა ერთსულოვანი  გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დააფინანსებს მაგისტრანტის ლაშა ხადურის ერთი წლის სწავლის საფასურს.
   პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი  _ რაც შეეხება ბიუჯეტის შედგენის წესს, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა შესაბამისი ორგანიზაციებიდან სტუდენტების ზუსტი რიცხვის დადგენა, ასევე ვერ დადგინდა თუ რა რაოდენობა მოდის საათობრივ დაფინანსებაზე.
   პროფ. დავით ჯაფარიძე _ როგორ შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს დათვლილი საათობრივი ანაზღაურება?
   პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი _ წესდებაში ბევრი გაურკვევლობაა. მე მაინტერესებს 51 მუხლის მე-6 პუნქტი. ფაკულტეტის ბიუჯეტს შეადგენს საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის გადასახადები. ასევე ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომელიც არ არის აკრძალული კანონით და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტით. Eეს ცოტა გაურკვეველია, რა იგულისხმება ამაში.
   პროფ. არჩილ ფრანგიშვილი _ ეს ერთი ვარიანტია მიდგომის. ამ ვარიანტში ჩადებულია თავისუფლების დიდი ხარისხი. Mმე მგონია  ასეთი მუხლი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ არ ვიყოთ შემოფარგლული სტუდენტების შემოსავლებით. საზღვარგარეთ 25-30% მოდის სტუდენტურ შემოსავლზე, დანარჩენი შემოდის სხვა შემოსავლებიდან, მაგალითად ცენტრების შექმნა. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ფართები კი არ გავაქირაოთ, არამედ ფაკულტეტმა თვითონ აამუშაოს. Eეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ რაიმე მოვიგონოთ ახალი.
   პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი _ რაც შეეხება სტუ-ს, მას აქვს გარკვეული საქმიანობის უფლება. ზოგიერთ ფაკულტეტზე შექმნილია არა ერთი ცენტრი. ეს შემოსავალი შედის არა ფაკულტეტზე არამედ ცენტრის თანამშრომლებთან და გარკვეული პროცენტი ირიცხება სტუ-ს ბიუჯეტში.A ამიტომ ეს არის შემოსავალი, რომელიც შეიძლება ფაკულტეტს მიეწეროს.
   სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ რადგან, ეს საკითხი მხოლოდ ინფორმაციის სახით გაჟღერდა იგი კენჭისყრაზე არ დგება. გადავიდეთ დღის წესრიგის მესამე საკითხის ა) პუნქტზე _ სტუ-ს ბიუჯეტის შესრულების 2008 წლის II კვარტალის ანგარიში, ეს საკითხიც ინფორმაციის სახით  შემოდის, მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი.
   პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი _ თქვენ დარიგებული გაქვთ ჩემი ანგარიში აუდიტის დასკვნაც ფაქტობრივად მზად არის.
ანგარიშთან დაკავშირებით საბჭოს წევრებისგან შეკითხვები არ დასმულა.
   სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავიდეთ დღის წესრიგის მესამე საკითხის ბ) პუნქტზე _ სტუ-ს სტრატეგიული გეგმის შესრულების ფინანსური უზრუნველყოფის ანგარიში, 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის სექტემბრამდე _ მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი.
   ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სტუ-ს სტრატეგიული გეგმის შესრულების ფინანსური უზრუნველყოფის ანგარიში წარმოადგინა პრეზენტაციის სახით.
   პროფ. Qქეთევან ქოქრაშვილი _ ჩვენ ვცდილობთ სტუ-ს, განათლების  სამინისტროდან გამოეყოს დაფინანსება, რადგან ჩვენ გვაქვს წონადი არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა გამოეყოს თანხა. ზეპირსიტყვიერი დაპირება ამის თაობაზე გვაქვს.Nნოემბრის დასაწყისში  ბიუჯეტის შედგენის წესიც გამოვა.   
   პროფ. დავით ჯაფარიძე _ 2001 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს მათ უნდა შეეძინათ კომპიუტერები. მე მგონია, რომ იმ დავალების შესაბამისად არის ეს მომზადებული. გავწეროთ, რომელ ფაკულტეტზე რა გაკეთდება. გარემონტებული აუდიტორიები გვაქვს და არ გვაქვს დაფა და მერხი. E შევადგინოთ ფაკულტეტების მიხედვით, თუ რა დაგვჭირდება და რის გაკეთებას ვაპირებთ.
   სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავიდეთ დღის წესრიგის მეოთხე საკითხზე _ ინფორმაცია სტუ-ს საშტატო განრიგში რანგირების კოეფიციენტების შემოღების შესახებ _ მომხსნებელი საფინანსო და ეკონომიკური საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, პროფ. დავით ჯაფარიძე.
   პროფ. დავით ჯაფარიძე _ ჩვენ ჩამოვწერეთ ხელფასების ერთი ვარიანტი დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით, და მეორე ვარიანტი, როდესაც პროფესორის ხელფასი გახდება 900 ლარი, როგორც ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტშია, რანგირების კოეფიციენტების მიხედვით,  დანარჩენი ხელფასებიც ამის შესაბამისად გაკეთდება. Mმომატების შემთხვევაში ბიუჯეტში სახელფასო მაჩვენებელი 1 700 000 ლარით გაიზრდება.                   
   პროფ.  იგორ კვესელავა _ პროფესორზე მეტი ხელფასი არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეს. როგორ შეიძლება სამმართველოს უფროსს ჰქონდეს  1100 ლარი და პროფესორს ნაკლები?
   პროფ. აგული სოხაძე _ ჩვენ მტკიცედ უნდა დავწეროთ რანგირება. არაერთხელ მივმართე ხელძღვანელობას, რომ დევნილებისთვის მიგვეცა შეღავათები. ჩვენ ყველას უნდა გავუკეთოთ შეღავათი.
   სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ რანგირების კოეფიციენტზე ჩვენ პრინციპულად შევთანხმდით კომისიაზე და მისი მიღება უნდა გადაიდოს ბიუჯეტის საბოლოო მაჩვენებლის  დადგენამდე.
გადავიდეთ დღის წესრიგის მეხუთე საკითხის ა) პუნქტზე _ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტიდან ხიდებისა და  გვირაბების მიმართულების, სამშენებლო ფაკულტეტზე გადატანის საკითხის დამტკიცება (საფუძველი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება) _ რადგან ამ საკითხის მომხსენებელი სწავლებისა და მეცნიერების სამმართველოს უფროსი პროფ. იური ლომიძე ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება დღევანდელ სხდომას აღნიშნულ საკითხს წარმოგვიდგენს რექტორის მოადგილე, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი.
   პროფ. არჩილ ფრანგიშვილი _ ხიდებისა და  გვირაბების მიმართულება არის სატრანსპორტო ფაკულტეტზე, აგრეთვე არის გზების მშენებლობა. საქართველოში შენდება ავტობანი, ამაში მონაწილეობას იღებს მსოფლიო ბანკი. ხიდები და გვირაბები გამომდინარე თავის სპეციფიკიდან არის სამშენებლო და 20% სატრანსპორტო დისციპლინები. Gგზების მშენებლობა 60% არის სატრანსპორტოსთან დაკავშირებით. ხიდები და გვირაბები გადავლენ სამშენებლო ფაკულტეტზე. ეს კათედა მილევადია და მიეკუთვნება სატრანსპორტო ფაკულტეტს, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან მიღებული იქნება სამშენებლო ფაკულტეტზე. Eეს საკითხი გადაწყდა აკადემიურ საბჭოზე, ამდენად გთხოვთ თქვენც მხარი დაუჭიროთ.
   სპიკერმა კენჭისყრაზე დააყენა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტიდან ხიდებისა და გვირაბების მიმართულების, სამშენებლო ფაკულტეტზე გადატანის საკითხი. საკითხს კენჭი ეყარა ერთხმად.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 8 ოქტომბრის N25 სხდომის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  N7
 
   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 8 ოქტომბრის N25 სხდომაზე სტუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, წარმოდგენილი იქნა საკითხი სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტრუქტურიდან ხიდებისა და გვირაბების მიმართულების სამშენებლო ფაკულტეტზე გადატანისა და ფაკულტეტების საშტატო განრიგში ცვლილებების დამტკიცების შესახებ.
   სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა ერთსულოვანი  გადაწყვეტილებით დამტკიცდა: სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტრუქტურიდან სამშენებლო ფაკულტეტზე გადატანილი იქნას ხიდებისა და გვირაბების მიმართულება, ასევე განხორციელდეს ცვლილებები ფაკულტეტების საშტატო განრიგში.
 
   სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავიდეთ დღის წესრიგის მეხუთე საკითხის ბ) პუნქტზე _ ინფორმაცია მასწავლებლებისა და უფროსი მასწავლებლების საშტატო ერთეულების შემოღების შესახებ _ მომხსენებელი რექტორის მოადგილე, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი.
   პროფ. არჩილ ფრანგიშვილი _ მოგახსენებთ, რომ ამ საკითხზე აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საშტატო ერთეული უნდა იყოს. ეს არის აუცილებელი, მაგრამ როდის განვახორციელებთ არ ვიცით. პრობლემაა რა ხნით უნდა ავიყვანოთ ეს თანამშრომლები. მაისში გვიწევს აკადემიური პერსონალის კონკურსი. ვფიქრობ, ამის შემდეგ უნდა მოხდეს მასწავლებლების აყვანა. შეიძლება ეს მოვახერხოთ ახლავე, მაგრამ  ისე, რომ 1-2 ერთეულზე მეტი არ წარმოადგინოს ფაკულტეტმა. 11 სექტემბერს  რექტორმა მიმართა პრეზიდენტს 2009-2010 წლის კანონის თაობაზე ასაკის შესახებ, რომ ცვლილება შესულიყო არა კანონში, არამედ კანონი ამოქმედდებულიყო 2014 2015 სასწავლო წლიდან, რადგან 60% სრული პროფესორებისა არის 65 წლის ზემოთ. ველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას.
         სპიკერმა, პროფ. ეკატერინე თევზაძემ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს აუწყა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა, საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა სხდომაში მონაწილეობისთვის და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
 
წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, პროფესორი                                                                                              /ეკატერინე თევზაძე/
 
სხდომის მდივანი,
ასოცირებული პროფესორი                                                                                       /გინა გურეშიძე/
 
 

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011