ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა N5
 
   :
 
 
 
1.        წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობის ცვლი­ლე­ბის შესახებ (მომ­ხსე­ნებელი სპიკერი ეკ. თევზაძე); 
2.       სტუ-ს წესდების პროექტის განხილვა (მომ­ხსენებელი წარმომადგენ­ლო­ბითი საბ­ჭოს საპროცე­დუ­რო საკითხთა კომისიის წესდებისა და დად­გენილებების შემ­მუშავებელი ქვეკომისიის წევრი პროფ. ირაკლი ზედ­გე­ნიძე); 
3.       სტუ-ს ბიუჯეტის შედგენის წესისა და ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექ­ტების განხილვა (მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქრაშვილი); 
4.       ეთიკის კოდექსის პროექტის განხილვა და დამ­ტკი­ცება (მომ­ხსე­ნებე­ლი წარმო­­მადგენლობითი საბჭოს საპ­­რო­ცედურო საკითხთა კომი­სი­ის შინაგა­ნა­წესის, ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პასუხის­მგებ­ლობის ნორმე­ბის შემ­მუშავებელი ქვეკომისიის თავმჯდომარე პროფ. ნოდარ ქაჯაია); 
5.       წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებისა და დამა­ტე­ბის შეტანის შესახებ (მომხსენებელი წარმომად­გენლობითი საბ­ჭოს საპროცე­დუ­რო საკითხთა კომისიის რეგ­ლამენტის შემმუშა­ვე­ბე­ლი ქვეკომისიის თავმჯდო­მარე პროფ. ჯემალ ბერიძე); 
6.       მუდმივმოქმედი კომისიების, ქვეკომისიების და დროებითი კომისიის შემად­გენ­ლობების და თავმჯდომარეების დამტკი­ცე­ბა (მომხსენებელი სპიკერი პროფ. ეკა­ტერინე თევზაძე); 
7.       მიმდინარე საკითხები.
 
 
წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა N5 ჩატარდება
2007 წლის 4 აპრილს, 11 საათზე
სტუ- ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 4 აპრილის რიგგარეშე სხდომის
 
ოქმი N5
 
 
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას სიითი შემად­გენ­ლობის 73 წევრიდან ესწრებოდა 64. მათ გარდა სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები სტუ-ს ადმი­ნის­ტრაციიდან და აკადემიური საბჭოდან. სხდომას უძღვებოდა სტუ-ს წარმომად­გენ­ლობითი საბ­ჭოს სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზა­ძე.
სხდომის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო დღის წესრიგი (იხ. და­ნართი).
პროფ. ლადო ხოჭოლავა _ დღის წესრიგის მე-2 და მე-3 საკითხები დიდ დროს წა­ი­­ღებს და სხდომა დიდხანს გაგრძელდება, გადა­ვი­ტა­­ნოთ ამ საკითხების განხილვა.
სტუდენტი ამირან კაცაძე _ ჩვენ მოვითხოვთ, განვიხილოთ აკრედიტაციის სა­კით­ხი, ჩვენ გვსურს რექტორის მოვალეობის შემ­სრუ­ლებლის არჩილ მოწონელიძისგან მივიღოთ განმარ­ტება, თუ რატომ ვერ ჩატარდა არჩევნები კანონის შე­სა­ბამისად, ასევე, რა კეთდება იმისათვის, რომ უნი­ვერ­სიტეტმა მიიღოს აკრედიტაცია. გთხოვთ, ეს ორი სა­კით­ხი პირველ და მეორე საკითხებად შევიტანოთ დღის წესრიგში.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ საქართველოს კანონი «უმაღლესი განათლების შესა­ხებ» ზედმიწევნით სრულდება. ასეთი განხილვა საჭი­როა, მაგრამ საკითხი მომზადებული უნდა იყოს.
სტუდენტი ლევან ჯაფარიძე _ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მთავარია სტრუქტურა და წესდება, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს კონ­კრეტული პიროვნებების აზრი, რა მოხდა რექ­ტო­რის არჩევნებთან დაკავშირებით და რა ხდება აკრე­დი­ტა­ციასთან დაკავშირებით.
სპიკერი ეკატერინე თევზაძე _ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რექტორის მო­ვალეობის შემსრულებლმა სტუდენტური თვითმ­მარ­თვე­ლობის წერილობით მოთხოვნაზე გამოსულიყო წარ­­­­მომადგენლობით საბჭოს წინაშე, წერილობითვე გას­ცა პასუხი და განუმარტა თუ რატომ არ თვლიდა საჭი­როდ გამოსულიყო სხდომაზე სიტყვით დღეს. რაც შეეხება აკრედატაციასთან დაკავშირებულ სა­კითხს, მასზე დღეს მოგახსენებთ ხარისხის უზრუნ­ველ­ყოფის სამსახურის უფროსი პროფესორი სერგო ესაძე.
პროფ. ივანე შავთვალიშვილი _ ჩვენ არ ვიცით რა უპასუხა რექტორის მოვა­ლე­ობის შემსრულებელმა სტუდენტურ თვითმ­მართვე­ლო­ბას, ამიტომ ვთხოვთ მოვიდეს და გაგვცეს პასუხი.
პროფ. ივანე თვალავაძე _ ჩვენ ვიცით, რომ წესდების შესახებ კანონში პარ­ლამენტის ინიციატივით შედის ცვლილებები და აქვს კი აზრი დღეს წესდების განხილვას? დღეს საქარ­თვე­ლოში ტექნიკურ უნივერსიტეტზე დიდი პრობლემა არ არსებობს, გაგვაგებინეთ რა ხდება.
სტუდენტი ლევან ჯაფარიძე _ ჩვენ ვითხოვთ რექტორთან შეხვედრას. გთხოვთ დააყენოთ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარმომადგენლობით საბჭოსთან შეხვედრის საკითხი.
სპიკერმა დააყენა  საკითხი კენჭისყრაზე _ ვინ არის მომხრე მომავალ
                        სხდომაზე მოწვეული იქნას რექტორი?
                        საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ წინადადებას.
სპიკერი ეკატერინე თევზაძე _ დღის წესრიგი ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად: პირ­­ველი საკითხი - აკრედიტაცია, მეორე საკითხი -  ბიუ­­­ჯეტის შედგენა, მესამე - წესდების პროექტის გან­ხილვა, მეოთხე - საბჭოს კომისიების შემადგენლო­ბე­ბის დამტკიცება.
დღის წესრიგის ამ ვარიანტს საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
სპიკერი ეკატერინე თევზაძე _ ვთხოვთ ბ-ნ სერგო ესაძეს მოგვახსენოს აკრე­დი­ტა­ციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
პროფ. სერგო ესაძე _ 10 დეკემბრიდან უნივერსიტეტში შეიცვალა ხელმძღვა­ნელობა, არჩეულ იქნა კომისია, რომელიც მუშაობდა აკრედიტაციის საკითხებზე, სტუდენტურმა თვითმმარ­თვე­ლობამ მოგვთხოვა ოქმები, კომისიას არ ჰყავდა მდივანი, Aშესაბამისად ოქმებიც არ გვქონდა.
27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უარი მიიღო აკრედიტაციაზე, მიგვითითეს იმ მიზეზებზე, რის გამოც ვერ მივიღეთ აკრედიტაცია. კომისია დაიყო მუშა ჯგუფებად, რომელთაც უნდა შეესწავლათ ყველა ეს საკითხი: 1. ფართებთან დაკავშირებით, 2. კომპიუტერებთან დაკავშირებით, 3. პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
პროფ. ივანე თვალავაძე _ თქვენს კომისიებს უნდა ემუშავათ და 1 მარტს უნდა ყოფილიყო მიღებული შესაბამისი დასკვნა.
სტუდენტი ლევან ჯაფარიძე _ თქვენ ბრძანეთ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ ეკუთვნოდა, შეგიძლიათ წარმოად­გი­ნოთ ყველა დოკუმენტი ამ საკითხთან დაკავშირებით? რა ფართი დაგვემატა ამ ოთხი თვის გამავლობაში და რამდენი კომპიუტერი შევიძინეთ?
პროფ. სერგო ესაძე _ ყველა კორპუსზე გაკეთდა პასპორტი. კომპიუტერები არ შეგვიძენია, ფართი არ დაგვმატებია, როცა არასას­წავ­ლო ფართი გადაკეთდება სასწავლო ფართად, მივი­ღებთ აკრედიტაციას.
სტუდენტი ლევან ჯაფარიძე _ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანა, რომ ახლა რომ ჩატარებულიყო აკრედიტაცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მას აუცი­ლებ­ლად გაივლიდაო. თუ ფართი არ დაგვმატებია და კომპიუტერები არ შეგვიძენია, როგორ ვართ მზად ახლა აკრედიტაციის მისაღებად? რა შეიცვალა ამ ოთხი თვის განმავლობაში? ჩვენ გამოგვაკლდა V კორპუსი და ბაკურიანში არსებული ტერიტორია. თქვენ არ ხართ კომპეტენტური, ვერ ერკვევით აკრე­დი­ტაციის კანონში.
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ ქონებრივ საკითხს რაც შეეხება, ფართი მიბმულია სტუ­დენტურ კონტიგენტზე. როგორც აღმოჩნდა, არა­სწო­რად იყო დათვლილი ეს ფართი. მაშინ ფართი დო­კუ­მენტების მიხედვით ნაკლები იყო, ვიდრე მისმა შემდგომმა აზომვამ გვიჩვენა. ფაქტობრივად არსებული ფართის რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე დო­კუმენტებშია ნაჩვენები. ოქტომბერში აკრედიტაციის დროს სტუდენტთა რაოდენობა 32 000-ით განისაზ­ღვრე­­ბოდა.Eახლა გვყავს 26 800 სტუდენტი, აქედან 1 800 გასარიცხადაა გამზადებული. სექტემბრიდან მეხუთე კურსი აღარ გვეყოლება, არც პირველი კურსი.  რჩება 15 000 სტუდენტი, 3015 მ2 შახტა-ლაბო­რატორია, პლუს ის ფართი, რაც გვაქვს და 27 000-დან 15 000-მდე ჩამოყვანილი სტუდენტების რაოდენობა გვაძ­­ლევს საშუალებას ფართის პრობლემა აღარ გვქონ­დეს.
2006 წლის პირველი სამი თვის შემოსავლებთან შედარებით 126%-ით არის გაზრდილი ჩვენი შემო­სავ­ლები.
რაც შეეხება კომპიუტერების შეძენას, გუშინ ჩატარდა სატენდერო კომისიის სხდომა. იყო ექვსი ფირმა წარ­მოდ­გენილი, მოვიწვიეთ ექსპერტი. გუშინვე დღის ბო­ლოს შევიკრიბეთ და გამოვავლინეთ გამარჯვებული. ჩვენ გვექნება 160 ახალი კომპიუტერი, ველოდებით ბიუ­ჯეტის დამტკიცებას და გვექნება კომპიუტერები ფაკულტეტებისათვის.
სტუდენტი ლევან ჯაფარიძე _ აკრედიტაციის დროს 4-5 კურსი არ იყო გათვალისწინებული, საუბარი იყო 20 000 სტუდენტზე. კომპიუტერებში თანხას იხდის სამინისტრო და ყიდუ­ლობს კომპიუტერებს ელგუჯა მეძმარიაშვილის­თვის?
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ 20 000 სტუდენტი იყო წარმოდგენილი და ფართი 56 000 მ2, რაც არ ყოფნიდა ფართი უნდა ყოფილიყო 20000 გამრავლებული 4-ზე = 80 000 მ2. ელგუჯა მეძმა­რი­აშვილის ინსტიტუტი ვერ გადაიხდის ქირას და ეს ფართი მისი არ იქნება. ეს არის ტექნიკური უნი­ვერ­სიტეტისათვის უზუფრუქტით გადმოცემული ფართი, მისი არის მხოლოდ ორი ოთახი. არცერთ სტუ­დენტს და პროფესორს არ შეექმნება იქ შესვლის პრობლემა. ეხლა ეს ფართი ჩვენი უნივერსიტეტის შემადგენლო­ბაში შევა.
პროფ. ბორია ბოქოლიშვილი (აკადემიური საბჭო) _ სტუ-სთვის აკრედიტაციის შეჩერება ძირითადად განპირობებულია საუნივერსიტეტო სააკრედიტაციო სამსახურის მიერ წარდგენილი არაობიექ­ტუ­რი მონაცემებით, მაგრამ სააკრედიტაციო სამსახურის კეთილი ნების შემთხვევაში შეიძლებოდა ჩვენი უნივერსიტე­ტი­სათვის არ შეეჩერებინათ აკრედიტაცია. კერძოდ, თუ შპს «თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში» სწავლობს 624 სტუდენტი და მისი რე­სურ­სი შეადგენს 631-ს, მიეცა აკრედიტაცია და დაეგეგმა I კურს­ზე 7 სტუდენტის მიღება, უფრო მეტიც, ამ ორიოდე თვის წინ ამ უნივერსიტეტიდან გაირიცხა სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა და 2007 წლის მისაღები კონტიგენ­ტი გაეზარდათ 150-მდე, რატომ არ შეიძლება იგივეს გავრ­ცელება ტექნიკურ უნივერსიტეტზე, მითუმეტეს, რომ საქარ­ველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 16 მარტს გაკეთებული განცხადებით «დღეს სტუ მზად ყოფი­ლა აკრედიტაციის მისაღებად», ხომ არაა გარკვეული ტენ­დენ­ციური მიდგომა? 3500-ის ნაცვლად ხომ შეიძლებოდა 1000-1500 აბიტურიენტის მიღება ისეთ სპეციალობებზე, რომე­­ლიც სჭირდება ქვეყანას, თანაც აქცენტი რომ არის გადატანილი უმაღლეს პროფესიულ განათლებაზე, მათაც ხომ სჭირდებათ მატერიალური ბაზა. ერთიც, სააკრედი­ტაციო მასალები დიდი სიზუსტითა და დამაჯერებლობით უნდა გამოირჩეოდეს, რათა სააკრედიტაციო კომისიამ ჩვენს მიერვე წარდგენილი მონაცემები ჩვენსავე საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს. ამ თვალსაზრისით გაუგებარია სტუ-ს საერთო ფართობებიდან (სააუდიტორიოა 59000 მ2, კაბინე­ტები 18000) რა იგულისხმება სხვადასხვა 46000 მ2 ფარ­თო­ბებში, რატომ არ არის გაშიფრული და დაყოფილი კაბინე­ტები უშუალოდ სასწავლო და ხელმძღვანელებისთვის გან­კუთ­ვ­ნილ კაბინეტებად. ბიბლიოთეკები არსებობს ყველა ფა­კულ­ტეტზე, მაგრამ ფართობი მითითებულია მარტო პირველ კორპუსში.
სპიკერი ეკატერინე თევზაძე _ ეხლა ვთხოვთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქ-ნ ქეთი ქოქრაშვილს წარმოგვიდგინოს ბიუჯეტის შედ­­გენის წესისა და ადმინისტრაციისა დამხმარე პერსონალის სტრუქტურის პროექტები.
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ წარმოგიდგენთ აღნიშნული პროექტების პრეზენ­ტა­ციას.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ საბჭოს შემადგენლობაში შექმნილი ქვეკომისიის ფარგლებში ვმუშაობდით ამ სტრუქტურაზე, გაუ­გე­ბარია რამდენიმე საკითხი, ცალ-ცალკე იქნება საინ­ფორმაციო ცენტრი და კომპიუტერული უზრუნ­­ველყოფის სამსახური? Dდიპლომების სექ­ტო­რი სასწავლო განყოფილების შემადგენ­ლო­ბაში უნდა იყოს?
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ დიპლომების სექტორთან დაკავშირებით არ არის ერთსულოვნება. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის ტიპობრივი სამუშაო, მეორენი კი პირიქით, მიიჩ­ნე­ვენ, რომ ეს არის მეცნიერული შრომა, ამიტომაც რო­გორც დღემდე არსებობდა ეს განყოფილება, ასე დავტოვეთ. რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრს, ერთი არის ზაზა ცირამუას ჯგუფი, მეორე კი დათო ჩიქოვანის სტრუქტურა, რომელიც საუნივერსიტეტო ცენტრს ემსახურება, ამ ორ განყოფილებას სინთეზში გავაერთიანეთ, მაგრამ ისინი არ არიან ერთნი.
პროფ. შალვა ნაჭყებია _ დიპლომების სექტორის მუშაობას უკეთდება და­ნართი, რომელიც ფუნდამენტური დოკუმენტია, ამი­ტომ დიპლომების სექტორის მუშაობა სულ სხვა მუშაობაში გადადის.
პროფ. ზურაბ ლომსაძე (აკადემიური საბჭო) _ არსებობს თუ არა სრული სტრუქ­ტუ­რა, რომელიც ყველა რგოლს მოიცავს?
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ რამდენიმე ფაკულტეტის დეკანმა წარმოადგინა თა­ვისი სტრუქტურა. თქვენი აზრით სტრუქტურა უნ­და იყოს სხვაგვარი? მე სტრუქტურის პროექტი დი­დი ხნის წინ მოვამზადე. თქვენ თუ ხართ მზად მიი­ღოთ ეს სტრუქტურა?
სტუდენტი ლევან ჯაფარიძე _ ეს სტრუქტურა თქვენი შეხედულებისამებრ არის გა­კეთებული თუ ადრეც ასეთი სახის იყო?
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ სტრუქტურის პროექტის საბოლოო სახე დაიხვეწა, მას შემდეგ, რაც მოხდა შეხვედრა დეკანებთან, სამუშაო ჯგუფებთან და ბ-ნ სერგო ესაძესთან.
სტუდენტი ლევან ჯაფარიძე _ სანამ რექტორი არ გაგვცემს პასუხს ზემოთ­ხსე­ნე­­ბულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენს მუშა­ო­­ბას არა აქვს აზრი.
სტუდენტებმა დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი.
სპიკერი ეკატერინე თევზაძე _ ვთხოვთ პროფ. ირაკლი ზედგენიძეს, წარმოგ­ვიდ­გინოს სტუ-ს წესდების პროექტი.
პროფ. ირაკლი ზედგენიძე _ შეუდგა წესდების პროექტის მუხლობრივ გან­ხილ­ვას, თუმცა აკადემიური საბჭოს წევრებს ძალიან ბევ­რი შენიშვნა ჰქონდათ, რის გამოც გადაწყდა 14 აპრილამდე მათ ცალკე განიხილონ წესდების პროექტი და შენიშვნები მიაწოდონ წარმომადგენ­ლო­ბითი საბჭოს სპიკერის აპარატს.
სპიკერი ეკატერინე თევზაძე _ სხდომას გააცნო რექტორის მოვალეობის შემ­სრუ­ლებლის პროფესორ არჩილ მოწონელიძის ბრძანება სტუ-ს სამშებლო ფაკულტეტზე წარმო­მად­გენლობითი საბჭოს წევრობის გამოსავლენად კონკურსის ჩატარების თაობაზე. ბრძანების თანახ­მად სამშენებლო ფაკულტეტის საბჭოზე კონკურ­სი უნდა ჩატარდეს 2007 წლის 18 აპრილს.
ბოლოს პროფ. ეკატერინე თევზაძემ წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს წევრებს მადლობა მოუხადა საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეო­ბისათვის და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
 
 
სხდომის თავმჯდომარე,
სპიკერი, პროფესორი                                    /ეკატერინე თევზაძე/
 
სხდომის მდივანი,
ასოცირებული პროფესორი                                  /გინა გურეშიძე/
 

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011